пятница, 4 марта 2016 г.

სისხლის მიმოქცევა

სისხლის მიმოქცევის სისტემას მიეკუთვნება გული და სისხლძარღვები. 
გული სისხლის მიმოქცევის ცენტრალური ორგანოა. იგი უზრუნველოყოფს სისხლის უწყვეტ დინებას სისხლძარღვებში. მდებარეობს გულმკერდის ღრუში. 2/3 მარცხენა მხარესაა, 1/3 მარჯვნივ. მასა დაახლოებით 300 გრამია. ადამიანს აქვს ოთხსაკნიანი გული (2 წინაგული, 2 პარკუჭი). გული აგებულია გულის განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილისაგან. გახვეულია შემაერთებელ ქსოვილოვან აპკში- გულის პერანგში (პერიკარდი). გულის კედლის გარეთა ნაწილ არის ეპიკარდიუმი (თხელი შემაერთებელქსოვილოვანი ფირფიტისგანაა წარმოქმნილი), შუა - მიოკარდიუმი (აგებულია გულის განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილისგან), შიგნითა - ენდოკარდიუმი. გულის შეკუმშვას ჰქვია სისტოლა, მოდუნებას - დიასტოლა.


სისხლძარღვები:

არტერიები - სისხლი მიაქვს ცენტრიდან პერიფერიებისკენ, აქვს სამშრიანი სქელი კედელი, დინების სიჩქარე მაღალია, ღრმად მდებარეობს.

ვენები - სისხლი მოაქვს ფერიფერიებიდან გულისკენ, აქვს სამშრიანი თხელი კედელი, დინების სიჩქარე შედარებით დაბალია, და შედარებით ზედაპირულად მდებარეობს.
კაპილარები - ერთშრიანია, დინების სიჩქარე ყველაზე დაბალი და ყველაზე ზედაპირულად მდებარეობს.